- 2024-01-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა
დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
კომისიამ განიხილა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. ასევე კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხის შესახებ.
კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.