- 2024-04-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცეტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.