საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2024 წლის I-II კვარტალში  გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, კომისიამ განიხილა ამავე კომისიის 2024 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.