საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

 

 

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
 კომისიის წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
 კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა