საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა გურეშიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა თედორაძე, მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი მარიამ ბალანჩივაძე და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვერიკო ზურაბიანი ესწრებოდნენ.