საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის II კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.

ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2022 წლის მეორე კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

კომისიის წევრებმა განიხილეს  საკითხი  საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.