საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა მაღლაკელიძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.
2.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
დეპუტატების კითხვებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ფატი გაგოშიძემ უპასუხა