- 2023-12-07
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
8 დეკემბერს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/
/თანამომხს: ფატი გაგოშიძე/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/