- 2024-04-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველო ევროპის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს.
ქალაქ წყალტუბოში ევროპის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა EGMO 2024 – ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.მსოფლიოს
55 ქვეყნის წარმომადგენლებმა საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის” სცენაზე თავიანთი გუნდები წარადგინეს.
ევროპის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს სიტყვით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
,, წელს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას. წყალტუბოში ჩამოსულია 55 ქვეყნის 500-ამდე ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებსაც გავაცნობთ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ეს არის კარგი შესაძლებლობა ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მხრივ. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებსა და წინსვლას!’’ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა და ოლიმპიადა გახსნილად გამოაცხადა.
ცერემონიაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან ივანე გოქაძის მიერ დაფუძნებული კომპანია “მოაზროვნე”, საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია კონცერტით დასრულდა.
აღნიშნული ღონისძიება – EGMO ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 2012 წლიდან იმართება. საქართველო ოლიმპიადაში 2016 წლიდან მონაწილეობს. 2021 წელს EGMO-ს მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
2024 წელს ევროპის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოდან ორი გუნდი მონაწილეობს.