საქართველოს ოკუპაციიდან მეასე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში დისკუსია გაიმართა

🇬🇪 საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა, 1921 წლის 25 თებერვალი სამწლიანი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დღეა, ამ დღეს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლას იუნკერების დიდი ნაწილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყანა დამარცხდა რუსეთის არმიასთან და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.
🇬🇪 ამ თარიღთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა საქართველოს დიდებისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი ჩვენი დროის გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცის – მამუკა სამაკაშვილის სახელობის სკოლის პედაგოგებისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა, თემაზე „საქართველოს ოკუპაცია – 100 წელი“.
შეხვედრაზე მოწვეული იყო მამუკა სამაკაშვილის დედა – ქალბატონი მზია სამაკაშვილი.
🇬🇪 ისტორიკოსებმა ნარგიზა ფირცხალავამ, მზია მაისურაძემ, მაყვალა რევიამ, ისაუბრეს საქართველოს ოკუპაციაზე. დისკუსიაში ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები. მომავალმა თაობამ მოუსმინა გმირის დედას მზია სამაკაშვილს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატების თემატური გამოფენა.
🇬🇪 ღონისძების ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული წყალტუბოელი გმირებიც გაიხსენა.
🇬🇪 „მამუკა სამაკაშვილი, ფილიპე მგალობლიშვილი, მამია ფანცულაია, რომან უგრეხელიძე ეს ბიჭები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი მიწა-წყლის შვილები არიან, დიდება გმირებს, დღეს მათ აქედან ვეუბნებით რომ ოკუპაცია დროებითია,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.