
საავადმყოფოს მენეჯერის მაკა გაბადაძის თქმით, ვაქციანციის პროცესი წყალტუბოში აქტიურად მიმდინარეობს და ყოველდღიურად მსურველთა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ადგილზე მოწყობილია კაბინეტი, სადაც მოცდისა და რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიცრას მისთვის სასურველი ვაქცინით.

„ მოსახლეობას მოვუწოდებ რომ გაიკეთონ აცრა, რადგან არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას შორიდან ვუყუროთ როგორ ინფიცირდებიან ადამიანები. დავიცვათ როგორც ჩვენი ისე გარშემომყოფთა სიცოცხლე,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.