- 2021-12-28
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საშობაო კონცერტი ჩატარდა.

კონცერტზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პოპულარული საახალწლო მელოდიები და ცნობილი კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც დამდეგი ახალი 2022 წელი მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. წყალტუბოს მერმა აღნიშნა, რომ სამუსიკო სკოლის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის პროექტს განახორციელებს.


სამუსიკო სკოლაში საშობაო კონცერტი კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა.