სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

წყალტუბოში, სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი ჭიჭინაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საკრებულოს წევრებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
სათნოების სახლის 200 ბენეფიციარს საკვები პროდუქტები გადაეცათ, ასევე ბიუჯეტიდან 100-100 ლარი დაერიცხათ.