შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და მერიის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ,,მუნიციპალიტეტის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემის შესახებ’’ იუსტიციის მინისტრის სარეკომენდაციო ინსტრუქცია გააცნეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა ქეთი ზაალიშვილმა, მენეჯერებმა: თიკო ტუღუშმა, ტატო გორგაშვილმა, დიმიტრი მახათაძემ, სპეციალისტებმა: სულიკო ძაგნიძემ და იოსებ ბაღაშვილმა სარეკომედაციო ინსტრუქციის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ცნობის გაცემის ან ცნობის გაცემაზე წერილობითი უარის საკითხებზე.