შეხვედრა მუნიციპალიტეტის სასტუმროებში მყოფ უკრაინელებთან

            წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე მუნიციპალიტეტის სასტუმროებში მყოფ იმ უკრაინელებს შეხვდა, რომლებიც საომარი მდგომარეობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინელ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნო და დამატებითი დახმარება შესთავაზა.
           ,,ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა იგრძნონ ჩვენი თანადგომა. მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვუჩინოთ საჭირო სახის დახმარება – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
         ამ ეტაპზე წყალტუბოს სასტუმროებში უკრაინის 5 მოქალაქე იმყოფება, მერთან შეხვედრისას სტუმრებმა გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინაში მალე მშვიდობა იქნება და დაბრუნებას შეძლებენ.