შეხვედრა სტუდენტებთან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელ სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
,, განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია, სწორედ წიგნიერმა, მიზანდასახულმა და მაღალკვალიფიციურმა ახალგაზრდებმა უნდა იზრუნონ მომავალზე. გისურვებთ წინსვლას, სასურველი პროფესიების კარგად დაუფლებასა და მიღებული ცოდნის რეალიზებას. მჯერა, რომ იქნებით კარგი ქართველები, საუკეთესო სპეციალისტები და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაში’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
სტუდენტებს ყველაზე საინტერესო და ლამაზი ეტაპის დაწყება მიულოცეს და ახალი გამოწვევების დაძლევა უსურვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ, ქალაქის პირველი, მესამე და სოფელ ბანოჯის სკოლების დირექტორებმა: ფაქიზო ფანჩულიძემ, მიხეილ კაკაბაძემ, ნინო წილოსანმა და ახალგაზრდების საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ.
სტუდენტებმა წყალტუბოს თვითმმართველობის პირველ პირებს მადლობა მოახსენეს შეხვედრის ორგანიზებისა და კეთილი სურვილებისთვის და აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აუცილებლად ასახელებენ როგორც ქვეყანას, ასევე მშობლიურ ქალაქს.
სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებად წყალტუბოს ფოტო-ალბომები გადაეცათ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საჯარო სკოლის 220 -ზე მეტი მოსწავლე სტუდენტი გახდა. 4-მა – 100% გრანტი, ხოლო უმრავლესობამ სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღო