სოფელ ბანოჯაში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება

     სოფელ ბანოჯას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
▫️ წყალმომარაგების კომპანია, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტების         განხორციელებას აქტიურად აგრძელებს.
▫️ ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას წყალმომარაგებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დაიწყო.
▫️ კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
▫️ ბანოჯაში, წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.
▫️ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელის, მაგისტრალური მილის, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობა.
▫️ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
▫️ სამუშაოების დასრულების შედეგად ბანოჯას მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.