სოფელ გეგუთში ახლადაშენებულ სკოლასთან მისასვლელი გზა დაიგო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
✅მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად სოფელ გეგუთში, სკოლასთან მისასვლელი გზისა და სოფელ წყალტუბოში, 26-ე ქუჩაზე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პროექტები დაათვალიერა.
⏩აღნიშნული პროექტები მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სამუშაოების ღირებულება 71000 ლარია