სოფელ გეგუთში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ გეგუთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სოფელ გეგუთში ამ ეტაპზე, დასრულებულია გზების რეაბილიტაცია წმინდა გიორგის, აღმაშენებლის და ფიროსმანის ქუჩაზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულია სკვერის მოწყობის, ვარცხიჰესების დასახლებაში გზის შეკეთებისა და საერთო ბინის კაპიტალური შემოღობვის, ასევე კულტურის ცენტრის დარბაზის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება.
,,ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო მდიდარი ტრადიციების მქონე კულტურის სახლის დარბაზის რეაბილიტაცია. ცნობილია, რომ აღნიშნული დარბაზის სცენაზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს გაუმართავთ სპექტაკლები, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა’’ -განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
გეგუთის კულტურის სახლში ამჟამად სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს.