სოფელ მაღლაკში მიმდინარეობს მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდისა და რეაბილიტაციის სამუშაოები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
 როგორც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს 2024 წლის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროექტების განხორციელებაა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სოფლებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ძირითად სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგშია დასაქმებული.
ამ ეტაპზე, სოფელ მაღლაკში მიმდინარეობს მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ოღასკურის კალაპოტის დაღრმავებისა და გაფართოების, ასევე 2023 წლის 16-17 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული, სამი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები მაღლაკში ათეული წლებია არ ჩატარებულა.
 პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებასა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის პრობლემის მოგვარებას.
 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 584999.99 ლარია.