სოფელ ყუმისთავში „გაბზარულ ტბასთან“ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სოფელ ყუმისთავში „გაბზარულ ტბასთან“ მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე ბეტონის დაგება. ახალ ტურისტულ ლოკაციაზე მოეწყობა პარკინგი და დამონტაჟდება გარე განათება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან – მალხაზ ჩხეიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
„ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღნიშნული პროექტი „საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ მიმდინარეობს და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება”,-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
ამ პროექტით ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ევროკავშირმა 1047047 ლარი გამოყო.