სოფელ თერნალში და გვიშტიბში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

წყალტყბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დღეს სოფელ თერნალსა და გვიშტიბში მიმდინარე ინფრასტრუქუტული პროექტები დაათვალიერეს.
✅პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის წილობრივი დაფინანსებით ხორციელდება და შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
🔊„ორივე სოფელში შიდა საუბნო გზები არასოდეს არ ყოფილა მოწესრიგებული. ჩვენი ,მმართველობის პერიოდში დაიგო ძალიან ბევრი შიდა საუბნო გზა. რგფ-ის დაფინანსებით ამ პროექტების გარდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში: ოფშკვითში ორ ლოკაციაზე, ქვიტირსა და მეორე უბანში . ვხედავთ რომ სამუშაოები ხარისხიანად სრულდება“ – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
სოფელ გვიშტიბში – ბეკნარას უბანში და თერნალში – ბზიკაძეების უბანში შიდა საუბნო გზების სამუშაოებისთვის 690 ათას ლარამდე იხარჯება.