- 2024-01-30
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ გეგუთის მოსახლეობას შეხვდა და პრიორიტეტების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,მოსახლეობასთან შეხვედრები ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, იმ სოფელში, სადაც კონკრეტული პროექტის განხორციელებისთვის თანხა საკმარისი არ იქნება, პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება’’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭაშლეთში, დღორისაში, საჩხეურაში, ლეხიდრისთავში, ჭაშლეთში, მეჩხერში, რიონსა და ზარათში მზა ბეტონის შეძენა გადაწყდა.
სოფელ პირველ წყალტუბოში აღნიშნული პროგრამით სანიაღვრე არხი მოეწყობა, გვიშტიბში სასაფლაოს, ხოლო გუბისწყალზე ტაძრის შემოღობვაა გადაწყვეტილი. მზა ბეტონის შეძენას მიანიჭა პრიორიტეტი სოფელ თერნალის მოსახლეობამ. სოფელ ბანოჯაში სკვერის მოწყობის პროექტების განხორციელებას, ხომულსა და გუმბრაში კი მზა ბეტონის შეძენას მისცეს ხმა.
სოფელ ფარცხანაყანევში(კოპიტნარის დასახლება) – სკვერი მოეწყობა, ქვიტირში გარეგანათების ქსელი მოწესრიგდება, მესხეთში საბავშვო ატრაქციონი გაკეთდება, სოფელ გეგუთში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია და საერთო საცხოვრებელი ბინის შემოღობვაა დაგეგმილი.
სოფელ საჩხეურში, დღნორისა, ლეხიდრისთავში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შიდა საუბნო გზების მოხრეშვის პროექტები განხორციელდება.