სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მიმდინარე წელს, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით პრიორიტეტი გზების რეაბილიტაციას, გარე განათების ქსელის მოწესრიგებას, სკვერებისა და სხვა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, ასევე სანიაღვრე არხების გაწმენდასა და სასაფლაოების შემოღობვას მიენიჭა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, მერიის სამსახურების უფროსები, თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2024 წელს მუნიციპალიტეტის 47 სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდება.