თათბირი-მერის წარმომადგენლებთან

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და მასობრივი ვაქცინაციის საკითხები.
მერის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში რეზერვის პროგრამა გააცნო და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა ეროვნული გვარდიის ქუთაისის რეკრუტირების ცენტრის ხელმძღვანელმა თორნიკე გოქოძემ.
აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 4 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.