თათბირი მერის წარმომადგენლებთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტების, სოციალური პროგრამების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, მიმდინარე პროექტების მონიტორინგის პარალელურად, მნიშვნელოვანია, ასევე ადგილობრივთა მოთხოვნების გათვალისწინება და სამომავლოდ პრიორიტეტების განსაზღვრა.
,,ამ ეტაპზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტების უმრავლესობა დასრულებულია, სოფელ პატრიკეთსა და მუხიანში მალე დასრულდება ორი ახალი სახლის მშენებლობა, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ამასთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ვგეგმავთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს საჩუქრად გადავცეთ სასწავლო ნივთები’’ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.