თეიმურაზ კობახიძის სახელობის წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში, ცნობილ პიანისტს, ვახტანგ ჟორდანიას უმასპინძლეს.

თეიმურაზ კობახიძის სახელობის წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში, ცნობილ პიანისტს, ვახტანგ ჟორდანიას უმასპინძლეს.

ვახტანგ ჟორდანიამ მცირე კონცერტი გამართა დამსწრე საზოგადოებისათვის, რომელიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვას მიეძღვნა. პიანისტმა ასევე, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისათვის მასტერკლასი ჩაატარა.

ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, საკრებულოს წევრი ხათუნდა მაღლაკელიძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.