თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერის მოადგილეებმა გრიგოლ ყურაშვილმა და გია კვასტიანმა, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამა გიორგიმ გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. ამ დღეს დაღუპული გმირების თავგანწირვამ გზა გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოში ასევე გაიხსნა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.