ტრადიციული სასკოლო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“

წყალტუბოში მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტრადიციული სასკოლო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშებში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები:
N1, N2, N3. N4 საჯარო სკოლების, გვიშტიბის საჯარო სკოლის, სასულიერო გიმნაზიისა და სკოლა “ოცნების” გუნდები.
თამაში დაძაბულ რეჟიმში წარიმართა.
მესამე ტური სკოლა „ოცნების“,ქალაქის N1 საჯარო სკოლის და N2 საჯარო სკოლის გუნდებმა თანაბარი – 21-21 ქულით დაასრულეს.
ე.წ. „პენლების“ სერიაში „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული „ბროლის ბუს“ მფლობელი ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გუნდი „მეწინავე“ გახდა.
“მეწინავეს” შემადგენობაში იყვნენ სკოლის მოსწავლეები: ლიკა მიქაბერიძე- კაპიტანი, მარიამ ვეფხვაძე,ლიზა ჯომიდავა, ნიტა თვარაძე, ლევან ბენიძე.
მეორე და მესამე ადგილებზე სკოლა „ოცნების“ და მამუკა სამაკაშვილის სახელობის N2 საჯარტო სკოლის გუნდები გავიდნენ.
გამარჯვებული გუნდები მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა დააჯილდოვა.