- 2021-04-26
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარეობს ცენტრალურ სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52300 ლარით ფინანსდება.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არის ჩვენი პრიორიტეტი, სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში , ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, გზების დაგების პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება, პროექტები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროცესს მუდმივად ვაკვირდებით, კეთდება ხარისხისა და ვადების მონიტორინგი -აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.