წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არის ჩვენი პრიორიტეტი, სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში , ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, გზების დაგების პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება, პროექტები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროცესს მუდმივად ვაკვირდებით, კეთდება ხარისხისა და ვადების მონიტორინგი -აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.