- 2024-02-07
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 7 თებერვალს, საქართველოში მეცხრედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, სლოგანით: ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, მათი მკითხველები ტრადიციულად, წელსაც შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოჩენილ ადამიანთა ჩანაწერები, ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს. ისაუბრეს საყვარელი ავტორებისა და წიგნების შესახებ.
უფროსებმა გამოთქვეს სურვილი, რომ წვლილი შეიტანონ კითხვის პოპულარიზაციაში და თვეში ერთჯერ წაუკითხონ პატარებს საინტერესო ლიტერატურა სლოგანით: „ვიკითხოთ ერთად!“
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე იღებს მონაწილეობას.