წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტით განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტით განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, საინტერესო ინიციატივებზე, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს და შიდასასკოლო კონკურსის „მწვანე კლასის“ გამარჯვებული გამოავლინეს.
პრეზენტაციას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, გიმნაზიის რექტორი მეუფე იოანე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, ეკოსკოლების პროექტის იმერეთის კოორდინატორი მირანდა მანაგაძე და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტში გასული სასწავლო წლის გაზაფხულზე ჩაერთო. გიმნაზიაში შეიქმნა ეკოკომიტეტი, საინტერესო აქტივობები განხორციელდა მოსწავლეებში როგორც ცნობიერების ამაღლების, ასევე, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების მიზნით.
ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო აქტივობები ტარდება, რაც მიზნად ისახავს აღზარდოს აქტიური მოქალაქე, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს გარემოს დაცვასა და ზრუნვაზე.