წყალტუბო-ხონის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყალტუბო-ხონის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
არსებული გზა, ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა
განახლებული გზით გადაადგილებას 2022 წლის ბოლოდან შეძლებთ
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის და წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია
აღნიშნული მონაკვეთი, სოფელ გვიშტიბიდან იწყება და სოფელ გუბისწყალში სრულდება, მონაკვეთი, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლების მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა, განთავსდება საგზაო ნიშნები, მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.8 მლნ ლარით ფინანსდება.