წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ღონისძიება ჩატარდა

წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ღონისძიება ჩატარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში ამ ეტაპზე 15 ბენეფიციარი სწავლობს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.