წყალტუბოს მერია “წყალტუბოს განვითარების ჯგუფის” საგრანტო კონკურსისი გამარჯვებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია „LAG წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“  2021 წლის შემოდგომის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც წყალტუბოს მერიის საკონფერენციო დარბაზი გახმოვანების სისტემით აღიჭურვება.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN)-ის ფინანსური მხარდაჭერით და მერიის თანადაფინანასებით ხორციელდება.

„მერიაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, სადაც ინტენსიურად ხდება სხვადასხვა შეხვედრებისჩატარება: მოსახლეობასთან შეხვედრები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიებები, საჯარო განხილვები, მოსახლეობის ინიციატივების განხილვები, კონსულტაციები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის (სხვადასხვა პროფესიისწარმომადგენლებისთვის დაგეგმილი) საჭირო ღონისძიებები, მერის წარმომადგენლებთან შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების პრობლემების ერთობლივი განხილვები.მ პროექტის მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერეციო დარბაზში მოეწყოს თანამედოვე ტიპის, გახმოვანებისსისტემა.

მადლობა მხარდაჭერისთვის „წყალტუბოს განივთარების გუნდს“ და ყველა არასამთავრობო ორნიზაციას ვინც დაგვეხმარა ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში. აქვე განვმარტავ, რომ მერიის დარბაზით უსასყიდლოდ ისარგებლებს ყველა ორგანიზაცია ვისაც ამის საჭიროება ექნება,“ –  განაცხადა  წყლტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

„LAG წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ წარმომადგენელმა ლეილა აშორდიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ პროექტს კომისიის წევრების დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.