წყალტუბოს მერმა და მოლდოვის ქალაქ უნგენის მერმა ურთიერთთანამშრომლობის მეომრანდუმი გააფორმეს

🇬🇪🇦🇩 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროზი მიიღო.
🇬🇪🇦🇩მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ორ დამეგობრებულ ქალაქს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
⏩შეხვედრას მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის” თავმჯდომარე ქეთევან ცხაკაია, საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔷წყალტუბოს დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების მხრივ, ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც იქნება ერთგვარი ხიდი მომავალი საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთობებისთვის’’- განაცხადა ქალაქ უნგენის მერმა ალექსანდრუ ამბროზმა.
🔷შეხვედრაზე ქალაქ უნგენის მერს წყალტუბოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
🇬🇪🇦🇩,,საქართველოს მოლდოვასთან ტრადიციულად თბილი და მეგობრული თანამშრომლობა აკავშირებს, თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება – საერთო ფასეულობებზე დამყარებულ -დემოკრატიულ პრინციპებს და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისკენ ერთობლივ სწრაფვას. ვიმედოვნებ, რომ ქალაქების წყალტუბოსა და უნგენის დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერას აუცილებლად მოჰყვება საქმიანი და პარტნიორული კონტაქტები როგორც ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთგამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე წარმატებულ რეფორმების და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების კუთხით”-აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
🇬🇪 🇦🇩საერთაშორისო ურთიერთობები წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე წყალტუბოს საერთო ჯამში შვიდი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს.
+4
2971
ადამიანი მოიცვა
402
Engagements
პოსტის რეკლამირება
თქვენ და 62 სხვა
13 გაზიარება
სიყვარული
სიყვარული

 

კომენტარი
გაზიარება