წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარადგინა

     წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარადგინა. მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიმდინარე წელს 4 ახალი წევრი დაემატა.
    სამოქალაქო საბჭოს სხდომას მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლის გაძლიერება და ყველა პრიორიტეტული საკითხის ერთობლივად განხილვა აუცილებლად აისახება შედეგებზე, საბჭოს ყველა წევრი არის აქტიური მოქალაქე, ადამიანები, რომლებიც წლებია ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი’’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
    სხდომაზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ინგუშა აბესაძე აირჩიეს. საბჭოს წევრები: მოსახლეობის, არასამთავრო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგნენ.