წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა აშენდა

სოფელ გეგუთის N1 და ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ახალ სკოლებში შეძლებენ.
👇 სკოლის შენობების პარალელურად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა , მოეწყო სპორტული მოედნები, განახლდა ინვენტარი. მოხდა შენობების ადაპტაცია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. გაკეთდა სკოლებთან მისასვლელი გზები.
🔷ახალ სკოლებში მოეწყობა სასწავლო ლაბორატორები, ბიბლიოთეკები, კომპიუტერული კლასები და სპორტული დარბაზები. თითოეული სკოლა გათვლილია 240 მოსწავლეზე.
➡️სოფელ გეგუთისა და სოფელ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლების მშენებლობისთვის ჯამში 7 მილიონი ლარი დაიხარჯა, პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.