წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

32 კმ-იან გზა სამ სოფელში: ქვიტირში, მესხეთსა და მაღლაში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ევროსტანდარტების გათვალიწინებით დაიგება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყება.

ამ საკითხზე მერიაში  სამი სოფლის მოსახლეობასთან მ.გ.ფ.-ის წარმომადგენლებმა  „ზუმის“ პლატფპორმის გამოყენებით  საჯარო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მგფ-ის წარმომადგენლებმა პროექტის ვადებზე და შესრულების დეტალებზე მოსახლოებას სრული ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტები არა მხოლოდ გზას, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალიწინებს. პროექტის განხორციელებისას, გზასთან ერთად მოეწყობა ტროტუარები, არხები და გარეგანათება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოქალაქეებს ამ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 23 მილიონ ლარზე  მეტ ინვესტიციას დებს წყალტუბოს სამი  სოფლის გზების მშენებლობისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩვენს სინამდვილეში.  ამ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და ლოკაციები მოსახლეობამ თავად შეარჩია“, –  აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.