- 2021-07-26
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
![](https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2021/07/218988219_1972351832921939_8971898078523735684_n.jpg)
![](https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2021/07/218979888_1972347312922391_6791921143590447854_n-300x200.jpg)
წყალტუბოში აგრო-ფესტივალის გამართვის საკითხზე შეხვედრის მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო და მომავალი თანამშრომლობის თემებზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო პრეზენტაციები ფესტივალის პროგრამის, აგრარული მეცნიერებების, გარემოს დაცვის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნული გამოფენების შესახებ.
აღინიშნა, რომ ფესტივალში აქტიურად იქნება ჩართული აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ლოჯისტიკური საკითხები.
აგრო – ფესტივალის წყალტუბოში ჩატარება სექტემბრის თვეში იგეგმება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები .