წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პირველი პირი მერის წარმომადგენლებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
მერმა აუდიტორიას მერის წარმომადგენელთა განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, ხალხს უნდა ვესაუბროთ. მათი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დავსახოთ გეგმა. ჩვენ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გავაკეთებთ იმას რასაც წინასაარჩევნოდ დავპირდით,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.
 შეგახსენებით, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც 50-მდე სოფელს და ქალაქის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს.