წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
მერმა საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. წყალტუბოს მერის განმარტებით, ახალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. თითქმის ყველა მიმართულებით იზრდება დაფინანსება, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, აღნიშნა საბჭოს წევრებთან გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრაზე მერმა მრჩეველთა საბჭოს ქალაქის შემოსასვლელის პროექტის რამდენიმე ესკიზი წარუდგინა და საკითხის ირგვლივ მათი პოზიციები მოისმინა.
„ წყალტუბოს უფრო მეტად განვითარებისთვის ჩვენ, ერთად უნდა გადავწყვიტოთ ძალიან ბევრი საკითხი. მრჩეველთა საბჭო არის წყალტუბოს საზოგადოების ხმა, ამიტომ მე მექნება ინტენსიური კომუნიკაცია ამ საბჭოსთან“ – გენადი ბალანჩივაძე.