წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დედამიწის დღის აღნიშვნის კამპანიას უერთდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დედამიწის დღის აღნიშვნის კამპანიას უერთდება.
 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ მხარდაჭერით დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო, რომელშიც მერიის, საკრებულოს, ა(ა)ი.პ-ებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
 იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ საპილოტე სკოლებში რეციკლირების აქცია დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეების მიერ შეგროვებული პლასტიკის გადამუშავებასა და სხვადასხვა ნივთების დამზადებას.
 მოხალისეებისა და ახალგაზრდების ჩართულობით ასევე, დაგეგმილია შემეცნებითი აქტივობებისა და თემატური გამოფენის მოწყობა.