წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მზია კიკალიშვილმა და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ლელა ბერძენიშვილმა სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის და სოფელ მაღლაკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, გენდერული საბჭოს წევრებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს გენდერული თანასწორობის, ფემიციდისა და ძალადობის საკითხებზე. ასევე, მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია 16 დღიანი კამპანიის შესახებ “არა ძალადობას”.