- 2023-11-22
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ბიუჯეტის პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ წარადგინა.
შეხვედრაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განისაზღვრა 29 400 000 ათასი ლარით. რაც წინა, 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 4 485 000 ათასი ლარით.
მთავარ პრიორიტეტებად კვლავ განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე განათლება, კულტურა და სპორტი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსაგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება. მერის გენადი ბალანჩივაძის განმარტებით, საკრებულოს რეკომენდაციები, შენიშვნები და მოსახლეობის ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად აისახება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ