წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
,,წყალტუბო უნდა იყოს ყველაზე სუფთა ქალაქი, თქვენთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე ურბანული განვითარებისა და კეთილმოწყობის მხრივ, უკვე დაიწყო ქალაქის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის გაკეთება, მიმდინარეობს მუშაობა ვაზნარის ღელის პრობლემის მოსაგვარებლად, რაც მთლიანად უზრუნველყოფს წყალარინების სისტემის გამართულად მუშაობას ქალაქის ტერიტორიაზე, პარალელურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სანიაღვრე არხების მოწყობა’’-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ
შეხვედრაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებმა მერს კორპუსებთან არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაციები.
მუნიციპალიტეტის მერმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მოსახლეობასთან შეხვედრები ქალაქის სხვადასხვა უბანში.