წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მიმდინარე საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში მოგვარდება სოფელ მაღლაკში სასმელი წყლის პრობლემა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება სოფ: ოფშკვითში, გვიშტიბსა და გუმბრაში, ხოლო გზები და სანიაღვრე არხები მოწყობა ქალაქ წყალტუბოში, გამსახურდიასა და ქუთასის ქუჩებზე, ასევე ზედა ზონაში.
ქალაქის დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს” ორგანიზებისთვის რეკომენდაციები მერის წარმომადგენლებს გააცნო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა