წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილთა დასახლების კეთილმოწყობისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ,,თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ დევნილებთან მუდმივი კომუნიკაცია და პრიორიტეტების ერთად განსაზღვრა არის უმნიშვნელოვანესი, დიალოგის რეჟიმში ჩვენ ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ” -აცხადებს გენადი ბალანჩივაძე. დევნილთა ახალ დასახლებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო გზის დაგება, მალე დაიწყება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 8 მაღალსართულიან კორპუსში დევნილთა 560 ოჯახი ცხოვრობს