წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ესტუმრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ესტუმრა და ღონისძიებას დაესწრო.
გიმნაზიის მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიიდან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შესახებ ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.
 ღონისძიებას ,ასევე, ესწრებოდნენ წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და სასულიერო პირები .
წყალტუბოში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზია 2008 წლიდან ფუნქციონირებს.